იმერეთი

 

   იმერეთი ,როგორც იტყვიან მხარეა სადაც ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს!იმერეთში საშუალება გეძლევათ ნახოთ პრომეთეს მღვიმე,ბაგრატის ტაძარი,სათაფლიის მღვიმე და სხვა!
    ალბათ ხშირად გაგიგიათ იმერლებზე ნათქვამი გამონათქვამი:''გვირაბის იქითააო''! <3
     
იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი,ეგრისიაფხაზეთი.
საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.
იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნიაქუთაისშივანშივარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

       





იადაგის ძირითადი მახასიათებლები:



სუბტროპიკული ეწერი და ეწერ-ლებიანი ნიადაგების ორი ვრცელი მასივია წარმოდგენილი იმერეთში. დანარჩენი ნიადაგები ხელსაყრელია სუბტროპიკული კულტურებისათვის (ჩაი, დაფნა, ხურმა, ბროწეული და სხვა), ბაღ-ვენახების, სიმინდისა და პარკოსანი კულტურის დაბლობები, ანუ ისტორიული “ვაკე” (კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილი), ზემო იმერეთის მაღლობი, გორმღლის, ოკრიბა – არგვეთისა და გაცამანიის ქედები, წყალტუბოს, შიდა ოკრიბისა და საჩხერეს ქვაბულები, ყვირილას, რიონის, ცხენისწყლის, სულორის, წყალწითელის, ლეხიდარის ხეობები და ა.შ.








No comments:

Post a Comment