ხევი
აღმოსავლეთი კავკასიონი ხუთ ისტორიულ-გეოგრაფიულ კუთხეს-ხევს, მთიულეთს, ფშავს, ხევსურეთსა და თუშეთს აერთიანებს. იქ მცხოვრები მთიელები-მოხევეები, მთიულები, ფშავლები, ხევსურები და თუშები გამოირჩევიან განსაკუთრევული ვაჟკაცობით, ამტანობით, შრომისუნარიანობით, ბუნებისა და სამშობლოს სიყვარულით, ტრადიციების ერთგულებით.
ხევი საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის კალთებზე, მდინარე თერგის აუზის ზემო წელში მდებარეობს.იგი მაღალმთიანი რელიეფით და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა.აქ 26 კილომეტრზე გადაჭიმულია ხოხის ქედი, სადაც განლაგებულია 4000 მეტრზე მეტი სიმაღლის მწვერვალები. მათ შორისაა დიდებული მყინვარწვერი.მყინვარების თეთრი სამოსელით გარშემორტყმულ ამ ბუბერაზს მოხევეები ხატოვნად “ხევის პატარძალს” უწოდებენ.
ხევის მთავარი მდინარეა თერგი, რომლის ტიტანურმა ენერგიამაც შექმნა დარიალის განსაცვიფრებელი ხეობა.ეს უნიკალური მთის მდინარე ბევრი მოგზაურის, პოეტისა და მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა.
“წყალნი მთით დაქანებულნი, ალმასებრ უფსკრულს ჰცვივიან,
თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!”-წერდა პოეტი გრიგოლ ორბელიანი.

ხევის მაღალმთიან ტერიტორიაზე ულამაზესი მდელოებია.მის ბალახეულობას სათიბ-საძოვრებად იყენებენ.მცენარეებიდან აღსანიშნავია მარადმწვანე ბიჩქი-დეკა (კავკასიური როდოდენდრონი), მაღალბალახეულობა, ცხოველებიდან-აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, არჩვი, ფრინველებიდან-კავკასიური მთის ინდაური, შურთხი, მთის არწივი და სხვ.
ხევის მშვენებაა მდელოებით შემოსილი ჯვრის უღელტეხილი.მის სახმრეთ-დასავლეთ კალთაზე, სოფელ გუდაურთან ახლოს მდებარეობს ზამთრის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გუდაური.
ხევის მშვენებაა მდელოებით შემოსილი ჯვრის უღელტეხილი.მის სახმრეთ-დასავლეთ კალთაზე, სოფელ გუდაურთან ახლოს მდებარეობს ზამთრის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გუდაური.
ხევი უძველესი დროიდანვე ნაკლებად დასახლებული მხარეა.სოფლების უმრავლესობა მაღალ მთებშია. მათ შორის არის სოფელი რესი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღლა მდებარე სოფელია.
ხევის მეურნეობის ტრადიციული დარგია მეცხვარეობა. განვითარებულია მატყლის დამუშავება, რთვა, ქსოვა, ყვლის წარმოება. ძირითადად გავრცელებულია თუშური ჯიშის ნახევრადუხეშმატყლიანი ცხვარი, რომელიც მაღალმთიან პირობებს კარგადაა შეგუებული.

გერგეტის წმინდა სამების ტაძარი დაბა ყაზბეგის მახლობდლად მდებარეობს.სამება ხევის უმთავრესი სალოცავია.ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის ქვით. საქართველოს ძნელბედობის ჟამს ამ ტაძარში ინახავდნენ წმინდა ნინოს ჯვარსა და ქართული ეკლესიის სხვა საგანძურს.
ბეთლემის გამოქვაბული მყინვარწვერის მასივზე, ბეთლემის ქედზე, დიდ სიმაღლეზეა გამოკვეთილი ციცაბო მოწითალო კლდეში.მისი სიმაღლე კლდის ძირიდან 300 მეტრია.საუკუნეების განმავლობაში ბეთლემის გამოქვაბულში სასულიერო პირები-განდეგილები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ.
გამოქვაბულში შესასვლელი დახშული იყო რკინის ფირფიტებით შეჭედილი კარით. ბეთლემში ასასვლელად კარიდან გადმოკიდებული იყო 5,5 მეტრი სიგრძის რკინის ჯაჭვი და კარი ინახება ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.აქვეა დაცული X-XI საუკუნეების ვერცხლის ხატი, სპილენძის შანდალი, მონეტები და სხვადასხვა საეკლესიო ინვენტარი, რომლებიც გამოქვაბულში აღმოაჩინეს.

ხევის ერთადერთი საქალაქო დასახლებაა დაბა ყაზბეგი.მას ადრე სტეფანწმინდა ერქვა.სახელი “ყაზბეგი” ცნობილი მწერლის-ალექსანდრე ყაზბეგის პაპის-გაბრიელის პატივსაცემად დაერქვა.გაბრიელი ყაზბეგის ძე ჩოფიკაშვილი ყოფილა.მას მამის სახელი გვარად უქცევია.აქედან მოდის გვარი “ყაზბეგი”.
მარჯვენა ნაპირზე, საიდანაც მყინვარწვერისა და გერგეტის წმინდა სამების ტაძრის დიდებული ხედები იშლება.
მარჯვენა ნაპირზე, საიდანაც მყინვარწვერისა და გერგეტის წმინდა სამების ტაძრის დიდებული ხედები იშლება.
No comments:
Post a Comment